შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა-დისკუსია "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის" 2014 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შედგა. პოლიტოლოგმა, სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "კავკასიის სივრცის, გეოპოლიტიკური მოდელირების აქტუალური ასპექტები: იდენტურობა, გამოწვევები, ინტეგრაციული ინიციატივები".
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მათ შორის კახეთის რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა, პროფესორებმა და ლექტორებმა.
უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობასა და აქტუალობაზე ისაუბრეს.