ქეთევან ციხელაშვილმა დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

31 May 2014

"ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში" გამართული შეხვედრა-დისკუსიის თემა სოხუმში განვითარებული მოვლენები იყო.დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს სოხუმში 27 მაისის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამომწვევ მიზეზებზე და შესაძლო საფრთხეებზე.

"ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია სოხუმში მიმდინარე მოვლენები და ბუნებრივია, რომ ამ თემაზე იმართება მსჯელობა ექსპერტების, პოლიტიკოსებისა თუ მედიის მონაწილეობით. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია - მთავარია, ამ პროცესში არ დაზარალდეს მოსახლეობა და არ შეილახოს ადამიანის უფლებები, როგორც მთლიანად აფხაზეთის რეგიონში, ისე კონკრეტულ რაიონებში", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.