ახალი ქორწინების სახლი პირველი წყვილის ხელმოწერის ცერემონიით გაიხსნა. ქორწინების რიტუალი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჩაატარა. ახალდაქორწინებულები ირინე კორინთელი და იოსებ ძურძუკი კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში აძვში და ახალუბანში ცხოვრობენ.
"დღეს ძალიან მიხარია, რომ ამ რეგიონში გამყოფი ხაზის გასწვრივ იმ სოფლების მაცხოვრებლები, რომლებიც ძალიან მძიმე პიობებში ცხოვრობენ, ქმნიან ახალ ოჯახს. მე მინდა მათ ვუსურვო ბედნიერება, გახარება, გამრავლება, მშვიდობიან ერთიან და ძლიერ საქარვთელოში ცხოვრება თავიანთ შთამომავლებთან ერთად. დღეს არის ბავშვთა დაცვის დღე და აქ მაცხოვრებელ ყველა ბავშვს მინდა მივულოცო ეს დღე, მინდა ვუსურვო ისევ და ისევ მშვიდობა და მინდა ჩვენი მხრიდან ვთქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბავშვები ცხოვრობდნენ ნორმალურ გარემოში, დამაგრდნენ აქ და რაც მთავარია, ყველა ძალისხმევას გავიღებთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო იყოს ერთიანი და განვითარებული", უთხრა ჟურნალისტებს ქეთევან ციხელაშვილმა.
"2014 წლის პირველ ივნისს გაიხსნა 10 წლის პაუზის შემდეგ გორელებისთვის ქორწინების დარბაზი და გორის რაიონის მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ქორწინების რიტუალი მართლაც ლამაზ დარბაზში და რიტუალის საკადრის პირობებში შეძლონ ახალგაზრდებმა შექმნან ოჯახები და საზეიმო ვითარებაში მოაწერონ ხელი. დღეს ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ამ დარბაზის გახსნა მომხდარიყო საოკუპაციო ზოლში მცხოვრები ახალდაქორწინებული წყვილის ქორწინებით და ჩვენ ვუსურვეთ, მთელმა იუსტიციის სამინისტრომ ბედნიერება, მრავალი შთამომავლობა და ჩენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ როცა ამ წყვილს ეყოლება შვილები და შვილიშვილები, საქარვთელო იყოს უკვე გამთლიანებული, ძლიერი და ჩვენს ტერიტორიაზე აღარ იყოს არცერთი მავთულხლართი", აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქორწინების სახლის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე.
ახალი სარიტუალო დარბაზი გორის იუსტიციის სახლის შენობაში იფუნქციონირებს. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე გორში ქორწინების სახლი აღარ ფუნქციონირებდა.