ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი 45-ე შეხვედრა გაიმართა

4 June 2014

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გააპროტესტა მავთულხლართების აღმართვის შედეგად მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და გამყოფი ხაზიდან წინაღობების დემონტაჟი მოითხოვა. ასევე, განხილული იყო სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომის და სოფელ კოშკას წყლით მომარაგების, დუშეთის რაიონის წყალმომარაგების სისტემის შემადგენელი ნაწილის, "სამება"-სთან არსებული დაზიანებული ჭის შეკეთების საკითხი. ოსური მხარის წარმომადგენლების განმარტებით, პრობლემის შესწავლა გარკვეულ დროს მოითხოვს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზოუკვლოდ დაკარგული, ასევე ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკითხს.

ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენდნენ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო - 45-ე შეხვედრა სოფელ ერგნეთში 1 ივლისს გაიმართება.