შეხვედრაზე მსჯელობა შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, კონფლიქტის ისტორიას და მოწესრიგების საკითხებისადმი საქართველოს მთავრობის მიდგომებს.
ქეთევან ციხელაშვილმა დელეგაციის წევრებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობის, გამყოფ ხაზებზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების შესახებ და ამ პროცესის შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე მიაწოდა ინფორმაცია. მან შეხვედრის მონაწილეებს გამყოფ ხაზებზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტომასალაც წარუდგინა.
"მოსახლეობის ჰუმანიტარულ პრობლემებს მუდმივად განვიხილავთ ჟენევის დისკუსიებზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში. ამავე ჯგუფში აქტიურად განვიხილავთ დევნილთა საკითხს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობას აწარმოებს რუსულ მხარესთან, თუმცა, აფხაზურ და ოსურ მხარეებს პირდაპირი დიალოგს სთავაზობს ქეთევან ციხელაშვილმა დელეგაციის წევრთა კითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლაარი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგიელ დავით დალკალიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი.