შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აშშ-ის ინიციატივას მიესალმება

9 June 2014

ინიციატივას საქართველოს დასახმარებლად დამატებით 5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ.

აღნიშნული პაკეტის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ობიექტური ინფორმაციისადმი წვდომის უზრუნველყოფა და ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანათავმჯოდმარეობით გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ დეტალურად შეისწავლა აღნიშნული სოფლების პრობლემები. კვლევის შედეგებით გამოკვეთილ საჭიროებების ნაწილზე რეაგირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხერხდა, ნაწილის გადაჭრაში კი დახმარება საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარება სთხოვა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კომისიის რეკომენდაციებს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად, დახმარებისთვის მზადყოფნა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გამოთქვა. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დასახმარებლად დამატებით 5 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფის თაობაზე. როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების შედეგად დაზარალებულ პირებს, რეგიონში დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომის გაზრდას, ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მადლიერებით აღნიშნავს შეერთებული შტატების მხრიდან ამგვარ ინიციატივას და მიაჩნია, რომ აღნიშნული დახმარება რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება. აშშ-ს მიერ განსაზღვრული პაკეტი მართლაც ადექვატურია იმ საჭიროებებისა, რომლებიც რეგიონში დგას.

როგორც ცნობილია, 5 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტში შედის გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები პირების დახმარება, დაახლოებით, 40 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტით, რომელიც ითვალისწინებს სასმელი წყლის სისტემის, სარწყავი არხების, სადრენაჟო სისტემისა და სოფლის გზების რეაბილიტაციას და რომლითაც 4 ათასამდე ოჯახი ნახავს სარგებელს;

ეს დახმარება ასევე, ხელს შეუწყობს შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენას გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები დაახლოებით 2000 განსაკუთრებულად მოწყვლადი ოჯახისთვის პროფესიული გადამზადების, ფინანსებისადმი წვდომისა და მიკროსამრეწველო დახმარების ურუნველყოფის გზით, გაზრდის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის ობიექტური ინფორმაციისადმი წვდომას. აღნიშნული დახმარება ასევე მხარს დაუჭერს ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობის ისეთ მცდელობებს, როგორიცაა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, განათლება და ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ახალგაზრდული საქმიანობები.

აღსანიშნავია, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების დასახმარებლად შეერთებული შტატების მხრიდან ეს არ არის პირველი ინიციატივა. კერძოდ, 2014 წლის 26 თებერვალს აშშ- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღნიშნული მიზნით 1,5 მილიონი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე განაცხადა.