პაატა ზაქარეიშვილი - ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება

9 June 2014

და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები არ შეესაბამება საქართველოს კანომდებლობას, კონსტიტუციას, ასევე არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. მის შედეგებს არ ცნობს არც ერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. არ შეიძლება, ეს ე.წ. არჩევნები აღქმული იყოს ხალხის ნების გამოხტვად იმ პირობებში, როცა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულია ეთნიკური წმენდა, რეგიონის უდიდესი ნაწილიდან გამოდევნილია ეთნიკურად ქართული მოსახლეობა და იქ სიტუაციას საოკუპაციო რეჟიმი აკონტროლებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცხინვალის რეგიონში ე.წ.საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ოსეთი" ლიდერობს.

"ერთიანი ოსეთი" თავის პროგრამა მაქსიმუმად რუსეთთან გაერთიანებას ასახელებსა და დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს მოუწოდებდა, "საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი" ჩაეტარებინა.

წყარო იხილეთ მოცემულ ბმულზე