კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე ქეთევან ციხელაშვილი სიტყვით გამოვიდა თემაზე "საქართველოს საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგი".
"ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია გერმანია-საქართველოს ურთიერთობებისათვის. დღეს ამ დახურულ ფორმატში მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. მათ შორის ის ვითარება, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საქართველოსადმი დასავლეთის არსებული და სამომავლო მხარდაჭერის საკითხები", - განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა.
ორდღიანი ფორუმი დღეს კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ჯანან ათილგანმა გახსნა. ფორუმში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად არასამთავობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები და ჟურნალისტები მონაწილეობენ.