დისკუსიების 28-ე რაუნდზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ქართული მხარე რამდენიმე მთავარ საკითხს დააყენებს. კერძოდ, დღის წესრიგში დადგება გადაადგილების თავისუფლება, მათ შორის ახალგორის რაიონის მიმართულებით.
"ასევე, მწვავედ დავაყენებთ მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს, განსაკუთრებით გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში. ამ რაუნდზე კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ჯგუფის მთავარ საკითხზე - დევნილების თემაზე მუშაობას", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 28-ე რაუნდი 17-18 ივნისს გაიმართება.