ე.წ. „ტალიავინის ანგარიში“ ქართულ ენაზე გამოქვეყნდა

16 June 2014

დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის" ანგარიშის (ე.წ "ტალიავინის ანგარიშის") ქართულ ენაზე თარგმნილი რედაქცია გამოაქვეყნა.

ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭოს 2008 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ფაქტების დამდგენმა საერთაშორისო მისიამ, შვეიცარიელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის, ხელმძღვანელობით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტების შესწავლა და სამართლებრივი შეფასება განახორციელა. ანგარიშის სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე 2009 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა (http://www.ceiig.ch/Report.html).

სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაკვეთით განხორციელდა ანგარიშის II და III ტომის თარგმნა 2013 წელს, ხოლო ანგარიშის I ტომი ითარგმნა 2009 წელს "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" დაკვეთით.

ანგარიშის I ტომი აჯამებს რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტების შესწავლის შედეგებს, II ტომი ასახავს კონფლიქტის ისტორიის დეტალურ მიმოხილვას და სამართლებრივ შეფასებებს, ხოლო III ტომი მოიცავს კონფლიქტის შესახებ მხარეთა შეხედულებებსა და წარმოდგენილ მასალებს.

ანგარიშის ქართული თარგმანი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

I ტომი - http://www.smr.gov.ge/tagliavini/VolumeI.pdf

II ტომი - http://www.smr.gov.ge/tagliavini/VolumeII.pdf

III ტომი - http://www.smr.gov.ge/tagliavini/VolumeIII.pdf