შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის შეფასების დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

26 June 2014

დოკუმენტი ექსპერტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დიპლომატებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა წარუდგინა.

განხილული იყო სამოქმედო გეგმის მიმდინარეობისას მიღებული შედეგები. აღინიშნა, რომ სწორედ შედეგების ანალიზს დაეფუძნება შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი ეროვნული კონცეფცია და მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა.

"მიმდინარეობს ახალი კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შემუშავება დამაქსიმალურად ღია ვართ მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი დოკუმენტის შემუშავებაში საზოგადოება აქტიურად იყოს ჩართული. შეფასების დოკუმენტს კი ჩვენ რეგიონებშიც ჩავიტანთ და წარვადგენთ", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.