პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს მუსლიმებს რამადანის თვის დადგომას ულოცავს

28 June 2014

"საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად ვულოცავ წმინდა რამადანის თვის დადგომას. ამ თვის დასაწყისი ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის, სიმშვიდის, სიყვარულისა და წარმატებების მომტანი. თითოეული თქვენგანი ჩვენი მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური სახელმწიფოს ძვირფასი წევრია. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს საქართველოში მცხოვრები მუსლიმების რელიგიური მრწამსის თავისუფლებისა და უფლებების დასაცავად, რათა ჩვენი საერთო სამშობლოს განვითარება, მისი სიძლიერე და კეთილდღეობა მეტი სიკეთის მომტანი იყოს თითოეული ოჯახისათვის", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.