ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგებს გაეცნო. 2012-2013 წლების შედეგები სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ წარადგინა.
"ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა თქვენი შეფასებები და რეკომენდაციები. ღია ვართ ჩართულობისთვის. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეხლა, როდესაც ხდება წინა სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასება და მიმდინარეობს მუშაობა ახალი კონცეფციისა და მომდევნო წლების სამოქმედო გეგმაზე", - მიმართა ქეთევან ციხელაშვილმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობას მნიშვნელოვანი უწოდა სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ.
"მისასალმებელია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აგრძელებს აქტიურად თანამშრომლობას და მუშაობას. რაც შეეხება მონიტორინგის შედეგებს, აღნიშნული გეგმის ძირითადი მიმართულებები შეიძლება, დადებითად შეფასდეს, თუმცა, მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა იქნას მიმართული სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა პაატა ბელთაძემ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები.