სახელმწიფო მინისტრი პარიზში

18 December 2011

სახელმწიფო მინისტრი შეხვდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს, ემიგრაციის და ინტეგრაციის საკითხების კომისარს, ბ-ნ სტეფან ფრატაჩის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ბ-ნი მამუკა კუდავა, დესპანი გოჩა ჯავახიშვილი, საფრანგეთის გენერალური მდივნის დიპლომატიური მრჩეველი და ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი ბ-ნი ფრანსის ურტუ და იმიგრაციის საკითხების კოორდინატორი ბ-ნი ჟან დე კროონი.

სახელმწიფო მინისტრი ასევე შეხვდა საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსს, ბ-ნ ჟაკ ოდიბერს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დაგეგმვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ბ-ნ კრისტიან ლეშევრის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დიპლომატიური სამსახურის მრჩეველს ბ-ნ დამიენ ლორას.

შეხვედრების მთავარ თემას წარმოადგენდა "ჩართულობის სტრატეგია" და მისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია.