საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგის სამ საკითხზე იმსჯელეს.
კერძოდ, სხდომაზე განისაზღვრა გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები.
"ეს მიმართულებებია ამ რეგიონებში ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის განვითარება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება და ბიზნესის ხელშეწყობა. სტრატეგიის სამუშაო ვერსია გადაეგზავნება ყველა სამინისტროს კომენტირებისთვის და ამის შემდეგ დოკუმენტს დასამტკიცებლად მთავრობას წარვუდგენთ", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კომისიის თანათავმდჯომარემ ელგუჯა ხოკრიშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილმა კომისიის წევრებს საერთაშორისო დონორებთან მიმდინარე სამუშაოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებთან. მათმა ნაწილმა გამოხატა ინტერესი და გარკვეული სახის დახმარებაც გამოყო გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის. ვაგრძელებთ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს და ამჟამად დონორებთან განიხილება როგორც ინფრასტუქტურული, ისე სამედიცინო სერვისთან დაკავშირებული პროექტები", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს გამყოფი ხაზის მიმდებარედ მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრების შექმნასთან დაკავშირებით.
"ინვესტორებმა გამოხატეს ინტერესი, გამყოფ ხაზთან, როგორც აფხაზეთის რეგიონის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, აშენდეს მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრები. დეტალებზე საპარტნიორო ფონდი იმუშავებს", - აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია 2013 წლის 1 ოქტომბერს შეიქმნა.