ელჩმა და სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მიმართულებით არსებული სიტუაცია განიხილეს. მათ, ასევე, იმსჯელეს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხისადმი საქართველოს მთავრობისა ხედვებსა და ევროკავშირის მიდგომებზე. ჰერბერტ ზალბერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მზადაა, პოზიტიური როლი შეასრულოს კონფლიქტების მოწესრიგებაში. პაატა ზაქარეიშვილმა ხაზი გაუსვა არაღიარების პოლიტიკის ფონზე პროცესში ევროკავშირის როლისა და ჩართულობის პოლიტიკის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტერგაციის პროცესსა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის კაბინეტის ხელმძღვანელი ბიორნ კუნე და სპეციალური წარმომადგენლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მარტა ფრიმანი.