უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

18 July 2014

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით, კომისიის წევრებმა ახალი კონცეფციისა და მომდევნო წლების სამოქმედო გეგმის მონახაზზე იმსჯელეს. მათ კონფეცფიის 6 მიმართულება - კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება განიხილეს. მსჯელობა გაიმართა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის განათლებასა და სახელმწიფო ენაზე, ასევე მედიასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.

"ახალი კონცეფცია და სამოქმედო გეგმა იმ შედეგებსა და რეკომენდაციებს დაეფუძნება, რომელიც წინა სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგად მივიღეთ და რომლებიც შეფასების დოკუმენტში იქნა წარმოდგენილი", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინგეტრაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა თინა ღოღელიანმა.

გასვლით სხდომაში, რომელიც კაჭრეთში გაიმართა, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობათა საბჭოს წევრები და ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.