შეხვედრის თემა იყო მედიის ცნობიერების ამაღლება მშვიდობასა და უსფრთხეობაში ქალთა როლის შესახებ. მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა მშვიდობის მშენებლობის ხედვასა და სტრატეგიებზე.
"შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ხედვებზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე, გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებაზე და ჩვენს აქტივობებზე, ასევე განვიხილეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, როგორც კონფლიქტის მოგვარების ნაწილი"- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და "IWPR"-ის მიერ.