ქეთევან ციხელაშვილმა საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

29 July 2014

პირველი საჯარო დისკუსიის თემა იყო "ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ნდობის აღდგენის პერსპექტივები". ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა მთავრობის ხედვებზე კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მათ შორის ევროკავშირთან თანამშრომლობაზე და იმ შესაძლო ინიციატივებზე, რასაც ასოცირების შეთანხმების ფორმატი მოცავს ნდობის აღდგენისა და სამშვიდობო პროცესის მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ.