"მინდა ვუსურვო ებრაელ ხალხს მშვიდობა ისრაელის წმინდა მიწაზე, წარმატებები და იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები იქნება ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავისუფლების, მშვიდობის და გამარჯვების გარანტი" - აღნიშნა თავის მიმართვაში ქ-ნმა ეკა ტყეშელაშვილმა.
ხანუქას ბრწყინვალე დღესასწაული უძველესი და უდიდესია იმ დღესასწაულებს შორის, რომელსაც ებრაელი ხალხი აღნიშნავს, ის რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა.