"სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და აპარატის სხვა თანამშრომლები დაესწრნენ. ინფორმაცია ფონდის მიზნებისა და მომავალი საქმიანობის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა წარადგინა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა სოლიდარობის ფონდი და მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ფონდის შექმნის ინიციატორებს. საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს საშუალება, ჩაერთოს ისეთი მძიმე პრობლემის მოგვარებაში, როგორც ონკოპაციენტების ძვირადღირებული მკურნალობაა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს შესაბამის პროგრამებს, თუმცა, არის საკითხები, რომელთა გადაჭრაში საზოგადოების მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, ქართულ საზოგადოებაში მართლაც შეიქმნება სოლიდარობის განწყობა და ფონდი ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება", - გადაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მარიამ ჯაშის განცხადებით, ფონდის ძირითადი მიზანი მწვავე სოციალური თემების გარშემო სახელმწიფოსა და საზოგადოების გაერთიანებაა.
"ფონდის გამჭვირვალობა იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ვფქირობთ, დეკემბრის ბოლოსთვის გვექნება შესაძლებლობა, ყოველთვიურად დაახლოებით, 400 ათასი ლარის დონაციით 22 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ფინანსური პრობლემა გადავჭრათ ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე პროექტებთან ერთად", - განაცხადა მარიმ ჯაშმა.
მისივე განცხადებით, ინციატივა ხორციელდება მსოფლიოში აპროპირებული დაფინანსების - ნებაყოფლობითი მცირე დონაციების მექანიზმით და სამთვალყურეო საბჭოში, ისევე, როგორც მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება წარმოდგენილი უწყებათაშორისი წარმომადგენლობა, სახელმწიფო, კერძო, არასმათავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა "სოლიდარობის ფონდში" პირველი გადარიცხვა უკვე განახორციელეს.