ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

3 September 2014

შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა კონფლიქტების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ასევე გაიმართა დისკუსია და აზრთა ურთიერთგაცვლა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების განვლილი რაუნდების, აფხაზეთის ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებისა" და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

"არასამთავრობო ორგანიზაციებს წარვუდგინეთ აპარატის 2014 წლის აქამდე ჩატარებული საქმიანობის ანგარში, მათ შორის ჩართულობის სტრატეგიისა და გამყოფ ხაზებთან მდებარე მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია. საუბარი შეეხო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობას და ეს ყველაფერი განხილულ იქნა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის სამომავლო პერსპექტივებთან მიმართებაში. ჩვენი ამოცანაა, ჩვენი პოლიტიკა წარიმართოს გამჭვირვალედ, მით უფრო, ისეთ საპასუხიმგებლო და მგრძნობიარე სფეროებში, როგორიცაა კონფლიქტის მოგვარება და სამოქალაქო ინტეგრაცია. ამასთან, მიმაჩნია, რომ სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაცია და ურთიერთობა ნებისმიერი მთავრობისთვის ძალიან ჯანსაღი პროცესია, მით უფრო, როცა ბევრი განსახილველი საკითხი გროვდება" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მსგავსი შეხვედრები რეგულარულად ტარდება და ემსახურება სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობას.