პაატა ზაქარეიშვილმა და ანდრეს მამიკინსმა კონფლიქტების მოწესრიგების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.
კერძოდ, ევროპარლამენტარი დაინტერესდა კონფლიქტების მოწესრიგებისდმი საქართველოს მთავრობის მიდგომითა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობით.
"ანდრეს მამიკინსს, ასევე, აინტერესებდა, რა ეტაპზეა "კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" ცვლილების შეტანის პროცესი. მე მას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე ამ საკითხზე და იმედი გამოვთქვი, რომ ეს პროცესი მალე განახლდება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.