"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრძალავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, რაც საქართველოს კანონმდებლობით მოითხოვს შესაბამისი პროცედურის (მაგალითად, რეგისტრაციას, ლიცენზიის აღებას და ა.შ) გავლას. ამავე კანონის მიხედვით, აკრძალული საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
ასეთ შემთხვევაში ნებართვას გასცემს შესაბამისი დარგობრივი სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შეთანხმებით.
ოკუპირებული ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შესაბამისად, ამგვარი საქმიანობა არის უკანონო. ასეთ შემთხვევებში საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამსახურები ერთვებიან და ატყობინებენ შესაბამის სახელმწიფოებსა და კომპანიებს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს სახელმწიფოები და კომპანიები ახდენენ საქმიანობის გადახედვას კანონის შესაბამისად".