მხარეებმა იმსჯელეს გამყოფ ხაზზე მოსწავლეთა გადაადგილების პრობლემაზე. აღინიშნა, რომ პრობლემის გადასაჭრელად ტექნიკური დეტალების მოგვარებაა საჭირო, რისთვისაც ოსურმა მხარემ დრო ითხოვა.
ამასთან, ქართულმა მხარემ დააყენა ახალგორის მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების საკითხი და კიდევ ერთხელ გააპროტესტა გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და ღობეების გავლება.
ერგნეთში მომდევნო - 49-ე შეხვედრა 21 ოქტომბერს გაიმართება.