„როშ ჰაშანა“-ს მილოცვა ებრაელ ხალხს

24 September 2014

"მთელი გულით გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და თითოეულ თქვენგანს წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ორ ხალხს აკავშირებს და ჩვენთვის დიდი პატივია, მივულოცოთ ებრაელ ხალხს ეს დღესასწაული", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

წელს "როშ ჰაშანა"-ს დღესასწაული 24-26 სექტემბერს აღინიშნება. ამ დღეს ებრაელები ახალი წლის დაწყებას აღნიშნავენ.