პაატა ზაქარეიშვილი პარლამენტარების წინაშე წარსდგა

24 September 2014

კერძოდ, პაატა ზაქარეიშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოვიდა. სხდომის მუშაობაში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემაც მიიღო მონაწილეობა.

სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ასევე ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე, ისაუბრა ქართულ-აფხაზური პირდაპირი კონტაქტების შესაძლებლობებზე, გალის რაიონში არსებულ მდგომარეობაზე, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანის პროცედურის გაგრძელების საჭიროებაზე. პაატა ზაქარეიშვილმა დეპუტატების და ვიცე-სპიკერის კითხვებსაც უპასუხა. კითხვები შიდააფხაზურ პოლიტიკურ ვითარებას, საერთაშორისო ძალისხმევის და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან მომდინარე პერსპექტივებს ეხებოდა.

გაერთიანებულ სხდომას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის ხელმძღვანელები და წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სხდომის დასრულების შემდეგ პაატა ზაქარეიშვილმა მედიის კითხვებსაც უპასუხა.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ბმულები:

პაატა ზაქარეიშვილი - წელს აჭარაში დასასვენებლად ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან ბევრი ადამიანი ჩავიდა

პაატა ზაქარეიშვილი - უკრაინის გათვალისწინებით, აფხაზები ხვდებიან, რომ მათ დამოუკიდებლობაზე საუბარი ზღაპარია

პაატა ზაქარეიშვილი - ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაში ქართული პასპორტის მიმართ ინტერესი გაიზარდა

პაატა ზაქარეიშვილი - ჩვენი ამოცანაა, შენარჩუნებული იყოს გალის მოსახლეობა და მათი უფლებები