ყურბან-ბაირამის მილოცვა

3 October 2014

"საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნებით და ხელს ვუწყობთ, რომ ეს მრავალფეროვნება ვაქციოთ ქვეყნის წარმატებისა და ყოველი მოქალაქის ღირსეული ცხოვრების პირობად. ჩვენ ერთად ვაშენებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, რომელშიც თანაბრად არის დაცული ყველა რელიგიის წარმომადგენლის აღმსარებლობის თავისუფლება. გისურვებთ, ეს დღე იყოს თითოეული თქვენგანისთვის კეთილდღეობის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული 3 დღეს გრძელდება და რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.