გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქვემო ქართლში შეხვედრები გაიმართა

10 October 2014

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში გამართულ შეხვედრებში მონაწილე უფროსკლასელ გოგონებს და მათ მშობლებს სახლმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში ზაურ დარგალმა, პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ სავალან მირზოევმა,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და მარნეულის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა რუსლან გაჯიევმა მიმართეს. ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ კი შეკრებილებს შემდეგ თემებზე მიაწოდა ინფორმაცია: ბავშვთა უფლებები, ბავშვთა უფლებების კონვენციის ძირითად პრინციპები, ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები, სტატისტიკა და ახალი საკანონმდებლო რეგულაციები. სადახლოსა და ტალავერში გამართულ შეხვედრებში 350 უფროსკლასელი გოგონა და მათი მშობლები მონაწილეობდნენ. გაეროს ინიციატივით, 11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღედ არის დაწესებული.