მუზეუმის გახსნა პანკისში

24 December 2011

მუზეუმი მდებარეობს პანკისის ხეობის სოფელ დუისში. მუზეუმი დაფუძნდა 2010 წელს, ქ. ახმეტის მუნიციპალიტეტთან არსებული კულტურის ცენტრის ინიციატივით და ვიცე-პრემიერის/რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის შუამდგომლობით. პანკისის ხეობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიზანია პანკისის ხეობაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების - თუშების, ქისტების, ფშავლებისა და ოსების - კულტურისა და თვითმყოფადობის წარმოჩენა, ყოფა-ცხოვრების ასახვა, მათი ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენისა და განვითარების ხელშეწყობა. მუზეუმის მიზანია ასევე საერთო კავკასიური კულტურის უკეთ გაცნობა, ხეობაში ტურისტების მოზიდვა და აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ხეობაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ერთმანეთთან და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პანკისის ხეობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა კომპიუტერი, პრინტერი და საკანცელარიო ნივთები.