პაატა ზაქარეიშვილი ტოივო კლაარს შეხვდა

16 October 2014

პაატა ზაქარეიშვილმა და ტოივო კლაარმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ასევე გამყოფი ხაზების მიმდებარედ შექმნილი ვითარება, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების საკითხი და მოსახლეობის სხვა პრობლემები განიხილეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხეო რუსეთის მხრიდან მომდინარე ახალ გამოწვევებს. სახელმწიფო მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და მიდგომებზე.

"ევროკავშირი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში დარჩა. ამდენად ჩვენთვის მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობთ, მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ სადამკვირვებლო მისიასთან. ამგვარი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, ინფორმაცია გავცვალოთ და შექმნილი მდგომარეობა გავაანალიზოთ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.