შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს "ევროპის სახლის", შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ეკონომიკის სამინისტროს და "თავისუფალი უნივერსიტეტის" წარმომადგენლებმა.
მათ განიხილეს ასოცირების ხელშეკრულების როლი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ასპექტებსა და მოსალოდნელ შედეგებზე საქართველოს მოქალაქეებისათვის.
პროექტს "ევროპის სახლი" შვედეთის განვითარების სააგენტოს - SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.