"დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. 27 ოქტომბერს აღინიშნება აფხაზური ენის დღე, ენისა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციით, ქართულთან ერთად, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. მინდა აფხაზურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს გულწრფელად მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე.
აფხაზური ენა მდიდარი აფხაზური კულტურის უნიკალური მონაპოვარია. აფხაზური და ქართული კულტურა მონათესავე, ახლო კულტურები არიან. აფხაზებს, როგორც საქართველოს ავტოქტონ მოსახლეობას, განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ჩვენ საზოგადოებაში და ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე დიდი წვლილი მიუძღვით სახელმწიფოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აფხაზური ენის, როგორც საერთო კულტურული მემკვიდრეობის, დაცვა და განვითარება საქართველოს სახელმწიფოს საკუთარ ურყევ ვალდებულებად მიაჩნია", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღე აღინიშნება.