პაატა ზაქარეიშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

29 October 2014

უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთსა და რუსეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" გასაფორმებელი ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე საფრთხეები და რისკები განიხილეს.

"შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ ხელშეკრულებაზე, რომელის გაფორმებასაც რუსეთი აფხაზებს სთავაზობს. სხდომაზე მოხდა უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა. ასევე, გავაკეთეთ საერთო ანალიზი. ბევრ საკითხზე იყო თანხვედრა. ვისაუბრეთ სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მომავალში. ვთვლი, რომ უშიშროების საბჭოს სხდომის ფორმატში შეხვედრა იყო აუცილებელი და სასარგებლო", - განაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.