მხარეებმა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.
თავის მხრივ, ელჩმა კრიტიან ბესონმა აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს. ასევე, კრიტიან ბესონმა სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს გაუზიარა სამხრეთ აფრიკის გამოცდილება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და შერიგების პოლიტიკასთან დაკავშირებით.
სამხრეთ აფრიკის ელჩი კრიტიან ბესონი დაინტერესდა კონფლიქტების მოგვარებისა და შერიგების კუთხით სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ხედვით.