პაატა ზაქარეიშვილი გერმანიის პარლამენტის დეპუტატს ტომას ფაისტს შეხვდა

30 October 2014

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კერძოდ, პაატა ზაქარეიშვილმა და ტომას ფაისტმა საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე, ოკუპაციასა და ამ პროცესების დარეგულირებაში ევროკავშირისა და გერმანიის როლზე ისაუბრეს.

გერმანელი დეპუტატის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მომავალში ქართველმა და გერმანელმა პოლიტიკოსებმა ერთობლივი შეხვედრა გამართონ.