ვიზიტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობაში შედგა.
შეხვედრაზე აკადემიის წარმომადგენლებმა 120 მოსწავლეს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს. კერძოდ კი, შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების მიღების პროცედურები და შსს-ს აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდოლოგია გააცნეს.
მოსწავლეები ასევე დაესწრნენ პრეზენტაციას თემაზე "სწავლება აკადემიაში", რის შემდეგაც შსს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.