სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაცია სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია და ამ კუთხით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, აუცილებელია საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობები სახელმწიფო ენას ფლობდნენ, რაც მათ თვით რეალიზებაში დაეხმარებათ.
"იმედი მაქვს, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჟურნალისტებთან შეხვედრა, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლების წინაშე არსებულ პრობლემებზე კომპეტენტურ ინფორმაციას გვაწვდიან. ერთის მხრივ, აუცილებელია მოსახლეობასთან შეხვედრა, თუმცა ასევე აუცილებელია რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებთან ურთიერთობა, რომლებიც არსებული პრობლემების შესახებ უფრო მეტ ინფორმაცია აქვთ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავის მხრივ, ჟურნალისტებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაცია ნაკლებობაა.
დღევანდელ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სავალან მირზოევიც დაესწრო.