სახელმწიფო მინისტრის საშობაო მილოცვა

25 December 2011

"მინდა მოგილოცოთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული და ყველა ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, წარმატება და კეთილდღეობა. კათოლიკები ჩვენი მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური ქვეყნის განუყოფელი ნაწილია და ეს ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. ჩვენთვის ქრისტეს შობა ნიშნავს სიყვარულის დღესასწაულს და მშვიდობის ხარებას.

2012 წელს მოეტანოს ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობა, სიძლიერე და წარმატება."