10 ნოემბერი, 14:00 საათი - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ" გაიმართება. მის.: დ. აღმაშენებლის #99
11 ნოემბერი, 14:00 საათი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდება. მის.: თავისუფლების მოედანი # 4; სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი"
13 ნოემბერი, 13:00 საათი - ქვემო ქართლში მცხოვრები მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაათვალიერებენ. მის: შოთა რუსთაველის გამზირი #3
13 ნოემბერი, 15:00 საათი - ქვემო ქართლში მცხოვრები მოსწავლეები მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ესტუმრებიან. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეებისთვის სემინარი "მრავალფეროვანი საქართველო" გაიმართება. მის.: გორგასლის ქ. #7
14 ნოემბერი, 14:00 საათი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის ქართული ლიტერატურის საღამო მოეწყობა. მის.: გუდიაშვილის ქ. #7