კონცერტში თბილისის, ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების საჯარო სკოლებიდან ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ქურთი, ქისტი, უკრაინელი, რუსი, ოსი და ბერძენი ეროვნების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მოსწავლეებმა კონცერტზე როგორც ეროვნული, ასევე ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ" ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
პროექტის ორგანიზატორებია არიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, დონორი ორგანიზაციები: გაეროს ასოციაცია საქართველოში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, პროექტის ავტორი და დამფუძნებელია საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონის თავმჯდომარე - მანანა ალფაიძე.
მულტი ეთნიკური ხელოვნების ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ" საქართველოში 2008 წლიდან აღინიშნება.