"ფორუმი ბერლინის კედლის დაშლის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა, რაც კიდევ ერთხელ ახსენებს მსოფლიოს, რომ ხელოვნური ბარიერები, რომელიც ევროპაში დღემდე არსებობს და ადამიანებს აშორიშორებს, ერთობლივი, მშვიდობიანი ძალისხმევით აუცილებლად დაიშლება, განსაკუთრებით ევროკავშირის ჩართულობით" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, მონაწილეებთან საუბრისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ფორუმზე მოხსენებით გამოვიდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერიკა მოგერინი.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ 50 ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. ფორუმი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კორბერის ფონდის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.