ქვემო ქართლში მცხოვრებმა მოსწავლეებმა ეროვნულ მუზეუმი და ახუნდოვის სახელობის მუზეუმი დაათვალიერეს

13 November 2014

ასევე მოსწავლეებმა მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი დაათვალიერეს, რის შემდეგაც სემინარს "მრავალფეროვანი საქართვლო" დაესწრნენ.

ღონისძიებები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით პროექტი "საქართველოს ინტეგრაციის გაძლიერების" ფარგლებში ჩატარდა.

დღესვე ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნინო კალანდარიშვილმა მოსწავლეებისთვის სემინარი "მრავალფეროვანი საქართველო" ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 11 ნოემბერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების წარჩინებულ სტუდენტები სიგელებით დააჯილდოვა.

ასევე კვირეულის ფარგლებში 10 ნოემბერს კი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მულტიეთნიკური ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ" ჩატარდა.

კონცერტში თბილისის, ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების საჯარო სკოლებიდან ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ქურთი, ქისტი, უკრაინელი, რუსი, ოსი და ბერძენი ეროვნების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკო-მ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. 1996 წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება.