ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სტუდენტებისთვის ქართული ლიტერატურის საღამო მოეწყო

14 November 2014

ლიტერატურის ინსტიტუტის ფილოლოგმა ნანა კოპრეიშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებს ქართული მწერლობის შესახებ ლექცია წაუკითხა.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიმართა. ლექციას 25 სტუდენტი დაესწრო, რომლებიც როგორც კლასიკოსი, ასევე თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებას გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 13 ნოემბერს ქვემო ქართლში მცხოვრებმა 20 მოსწავლემ საქართველოს ეროვნულ მუზეუმი და მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი დაათვალიერეს, რის შემდეგაც სემინარს "მრავალფეროვანი საქართვლო" დაესწრნენ.

11 ნოემბერს კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების წარჩინებულ სტუდენტები სიგელებით დააჯილდოვა.

ასევე, კვირეულის ფარგლებში 10 ნოემბერს კი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მულტიეთნიკური ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ" ჩატარდა.