საბჭოს პირველ სხდომას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი,ფედერიკა მოგერინი ხელმძღვანელობდა. საბჭომ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების ეფექტური განხორციელების მექანიზმებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა. ფედერიკა მოგერინმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულებაზე.
სხდომაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.