ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა

18 November 2014

შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული, ასევე, წინა შეხვედრებზე დაყენებული რამდენიმე საკითხი, მათ შორის სოფელ ქარძმანიდან სოფელ პერევში მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხი. ოსურმა მხარემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკური დეტალების მოსაგვარებლად და პრობლემა ახლო მომავალში გადაიჭრება.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს 20 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე დაფიქსირებული ინციდენტები, მათ შორის გამყოფ ხაზზე გადაადგილების გამო მოქალაქეების დაკავების საკითხი. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე, ზამთრის სეზონისთვის შეშის შეგროვების შესაძლებლობაზე და ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების გაუჩინარების საკითხებზე.

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო - 51-ეშეხვედრა 20 იანვრისთვის დაიგეგმა.