შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, პრეზენტაციაზე აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობასა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საზოგადოებაში ინტეგრირების კუთხით სახელმწიფო აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
ანგარიშის პრეზენტაცია პაატა ზაქარეიშვილთან ერთად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნოდარ ტანგიაშვილმა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა თინა ღოღელიანმა წარმოადგინეს.
შეხვედრას სამინისტროებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.