პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს მოსახლეობას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს

10 December 2014

"ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, საზოგადოების თითოეულ წევრს ვულოცავ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ამოცანაა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და მათი თანასწორობის დაცვა. მიმდინარე წლის განმავლობაში შემუშავებულ იქნა "საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია" და კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", რომელთა სრულფასოვანი განხორციელება ქვეყნის დემოკრატიაზე დადებითად აისახება. ჩვენი ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება მისი სიმდიდრე და სიძლიერეა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შემწყნარებლობის პრინციპების დამკვიდრებასა და თანასწორუფლებიანი გარემოს განვითარებაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოების თითოეული წევრი,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.