უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა

12 December 2014

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო ინტეგრაციის ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიას განათლების მიმართულებით, რის შემდეგაც გაიმართა მსჯელობა არსებულ საკითხზე და გამოწვევებზე.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა და ექსპერტებმა.