"გილოცავთ ამ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს. მინდა ვუსურვო საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა. მნიშვნელოვანია ის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც ჩვენს ხალხს აკავშირებს ეს ურთიერთობები სამომავლოდ მეტად უნდა განვამტკიცოდ", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
ხანუქა ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა. ის რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა.